დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ცხენოსნობაში 2013-2014 წლების მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო შეჯიბრების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 429 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 17/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №429
2013 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
ცხენოსნობაში 2013-2014 წლების მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო შეჯიბრების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. 2013 წლის 23-26 მაისს, ქ. თბილისში, ცხენოსნობაში 2013-2014 წლების მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო შეჯიბრების ჩატარების მიზნით, ა(ა)იპ - საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ , აღნიშნულ შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის უზრუნველყოს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან 4 (ოთხი) ცხენის შემოყვანა.
2. „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N426 დადგენილებით დამტკიცებული „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამონაკლისის წესით , ექსპორტიორ ქვეყანაში კონტროლის განხორციელების გარეშე, გასცეს ნებართვა, ა(ა)იპ - საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცხენების საქართველოში შემოყვანაზე, 2013 წლის 20-30 მაისის პერიოდში.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები