საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე

  • Word
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 21/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
89
21/01/2013
გამოუქვეყნებელი, 21/01/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 89

2013 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე

1.    ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დამტკიცებული ,,წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის” პროგრამით (პროგრამული კოდი 25 04) და ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის № 54 9 ბრძანებით დამტკიცებული ,,რეგიონებში წყალმომარაგების მხარდაჭერის ღონისძიებები ქვეპრო ­გრამით (პროგრამული კოდი 25 04 01) გათვალისწინებული ასიგნებების (ეკონომიკური კლასიფიკაციით - სუბსიდიები) შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის” (შემდგომში - კომპანია) გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე, 69-ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოს ,,თანხების გადარიცხვის შესახებ” ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება კომპანიასთან.

2. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ თითოეული გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ, ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                    . ივანიშვილი