კომპანია „Avinco”-სთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 426
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 17/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
426
17/05/2013
გამოუქვეყნებელი, 17/05/2013
000000000.00.00.000000
კომპანია „Avinco”-სთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №426

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

კომპანია „ Avinco”-სთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თვის უფლებამოსილების მინიჭებისა და სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ Avinco -ს შო ­რის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი „რემარკეტინგის მომ­სახუ­რების“  შესყიდვის შესახებ.

  2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქ­მია­ნობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად , მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ხელშეკრუ­ლებას.

    3.  ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზო­გადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუ­ფე­რხებლად გატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქ­ტით გათვალის­წინებული სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს  გამარ­ტი­­ვე­ბული შესყიდვის საშუალებით.

    4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხ­ლის მე-4 პუნქტისა და გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელე­­ტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წე­სის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმ­­დო­­მარის 2011 წლის 7 აპრილის 9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნ­ქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვაზე არ გავრცელდეს ზე­მო­აღნიშნლი ბრძანებით დამტკიცებული წესის 21- მუხლით დადგე­ნი­ლი მოთხოვნები.

პრემიერ - მინისტრი                                                                         . ივანიშვილი