დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საპატრიარქოსათვის მოძრავი ქონების გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 424 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 07/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №424
2013 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს საპატრიარქოსათვის მოძრავი ქონების გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა საქართველოს საპატრიარქოს გადასცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული დანართში მითითებული მოძრავი ქონება.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
დანართი
1. საძილე ტომარა - 16 ცალი;
2. კარდალა - 16 ცალი;
3. საძილე ტომრის ქვეშსაგები ,,პარალონი’’ - 16 ცალი;
4. მათარის ჭიქა (აშშ) - 16 ცალი;
5. საწვიმარი ლაბადა ,,პონჩო’’ - 16 ცალი;
6. ხელთათმანი მწვანე (აშშ) - 16 წყვილი;
7. ქამარი ბალთით (აშშ) -16 ცალი;
8. ზურგჩანთა - 16 ცალი;
9. კომპასი - 16 ცალი;
10. მათარა - 16 ცალი;
11. საველე ფორმა მწვანე ფერის (შარვალი და სპეც. ბრუზი) - 16 კომპლექტი;
12. კეპი - 16 ცალი;
13. ქუდი ,,პანამა’’ - 16 ცალი;
14. ქურთუკი (მწვანე ფერის) - 16 ცალი;
15. მაისური (მწვანე ფერის) - 32 ცალი;
16. ფეხსაცმელი მაღალყელიანი (უდაბნოსფერი) - 16 წყვილი;
17. საწოლი ორსართულიანი მატრასით - 1 კომპლექტი;
18. ადიელა ბამბის - 40 ცალი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები