საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და ,,საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმების პროექტის მოწონებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის №2108 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 423
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 07/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
423
07/05/2013
გამოუქვეყნებელი, 07/05/2013
000000000.00.00.000000
საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და ,,საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმების პროექტის მოწონებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის №2108 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №423

2013 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და ,,საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმების პროექტის მოწონებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის  2108 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული :

ა) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის 2108 გან­კარგულების საფუძველზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ წარ­მოდ­გენილი ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“‑ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკ­რულებით გათვალისწინებული პროექტის სრულად განხორციელების მიზანშეწონილობის თაობაზე;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტის ფარ­გლებში საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო და სხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ (შემდგომ ტექსტში  - კომპანია) შექმნა;

გ) საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, კომპანია „Pomagalski“-სათვის 2013 წლის განმავლობაში ასა­ნაზღაურებელი თანხები, ასევე კომპანია „Pomagalski“-ს მიერ მოწოდე­ბული საქონლის იმპორტირებასთან დაკავშირებული თანხები „საქარ­თვე­ლოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებებში (პროგრამული კოდი 24 08 - სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარება ზემო სვანეთში (საფ­რანგეთის რესპუბლიკის მთავრობა));

დ) „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში  ცვლილებების განხორციელებამდე, სამინისტროს დადასტურების საფუძველზე NATIXIS-ის ბანკიდან კომპანია „Pomagalski“-სათვის გადარიცხული თანხების ასახვა „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქარ­თვე­ლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის 24 08 პროგრამული კოდით გათვალისწინებული  ასიგნებების, „კრედიტის“ ნაწილში;

ე) კომპანია „Pomagalski“-ს მიერ მოწოდებული საქონლის და მომსა­ხუ­რების ღირებულება,  ასევე  კომპანიის მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქ­ტით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში საპროექტო, სამშენებ­ლო-სამონტაჟო და სხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით, შესყი­დული სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების ღირებულება, აისახე­ბა კომპანიის კაპიტალში.

2. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველ­ზე, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწი­ნებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, კომპანიამ უზრუნ­ველ­ყოს თეთნულდის სათხილამურო ტრასებისა და მთის ინფრასტრუქ­ტურის განვითარების საპროექტო და მასთან დაკავშირებული საექს­პერტო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვე­ბის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვე­პუნქტის შესაბამისად.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახუ­რებების შესყიდვისა და კომპანიის ფუნქციონირების ხარჯების დაფი­ნანსების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითა­რების სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვი­თა­რე­ბის სამინისტროსათვის 24 08  პროგრამული კოდით გათვალისწინე­ბული ასიგნებების „საბიუჯეტო სახსრების“ ნაწილიდან კომპანიისათვის 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის გადარიცხვა;

ბ)კომპანიის კაპიტალის გაზრდა 3 000 000 (სამი მილიონი) ლარით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტრომ უზრუნველყოს კომპანიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით სამინისტროსათვის გადაცემის პროცედურების დაწყება.

5. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვა­ლისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია „Pomagalski“‑ის მიერ მოწოდებული საქონლის იმპორტირებასა და მასთან დაკავშირე­ბული სხვა ხარჯების ანაზღაურების მიზნით, სამინისტრომ უზრუნ­ველყოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში რესურსის მოძიება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა.

       6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ლის შესაბამისად, ,,საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმების პროექტის მოწონებისა და სა­ქართ­ველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამი­ნის­ტრო­სათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის  N2108 განკარგულებაში  შეტანილ იქ­ნეს  ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართვე­ლოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის გასაფორმებელი შე­თანხმების პროექტი, 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ საქონლის მი­წოდების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.“.

პრემიერ-მინისტრი                                                              ბ . ივანიშვილი