საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 421
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 07/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
421
07/05/2013
გამოუქვეყნებელი, 07/05/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №421

2013 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვისსოციალური მომსახურების სააგენტოსა თვის საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების შესახებ

  საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - სოციალური მომსახურების სააგენტოზე დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და არ გავრცელდეს:

 ა) საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვა“ (პროგრამული კოდი - 35 01 04)  პროგრამის ფარგლებში განისაზღვროს არაუმეტეს 35 ერთეულით, ხოლო საკუთარი შემოსავლების ფარგლებში 2013 წლის 1 ივლისამდე - არაუმეტეს 50 ერთეულით;

ბ) „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა „სოციალური დახმარებების“ (პროგრამული კოდი - 35 02 02) პროგრამის ფარგლებში 2013 წლის 1 ივლისამდე განისაზღვროს არაუმეტეს 484 ერთეულით;

გ) „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა“ (პროგრამული კოდი 35 03 05) პროგრამის ფარგლებში, განისაზღვროს არაუმეტეს 200 ერთეულით;

დ) „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება 2013 წლის 1 ივლისამდე განისაზღვროს არაუმეტეს 850 ლარის ოდენობით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვისსოციალური მომსახურების სააგენტოსა თვის საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N190 განკარგულება.

პრემიერ-მინისტრი                                                                                               . ივანიშვილი