დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 417 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 02/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №417
2013 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 205129617) იჯარის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით - 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი, გადასცეს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
დანართი
შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის” იჯარის ფორმით გადასაცემი უძრავი ქონების ჩამონათვალი
| № | დაფარვის | ობიექტის | ობიექტის | დამატებითი | ობიექტის | საკადასტრო კოდი |
| 1 | ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა | მილსადენი | გაზის მილი |
| 117 | 01.00.398 |
| 2 | ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა | მილსადენი | გაზის მილი |
| 725 | 01.00.399 |
| 3 | ქვემო ფონიჭალა | მილსადენი | გაზის მილი |
| 9823 | 01.00.400 |
| 4 | ქვემო ფონიჭალა | მილსადენი | გაზის მილი |
| 8363 | 01.00.406 |
| 5 | თბილისი, სოფელი წავკისი | მილსადენი | გაზსადენი მილი |
| 3422.1 | 81.00.039 |
| 6 | წავკისის ველის | მილსადენი | პ = 3 კმ/სმ კვადრატი; | ურდული ჭაში დ = 100 - 1ც; | 2414.9 | 81.00.167 |
| 7 | რაიონი გარდაბნი, | მილსადენი | გაზსადენი მილი |
| 3301,6 | 81.00.188 |
| 8 | ქალაქი თბილისი, | მილსადენი | გაზსადენი მილი |
| 3683.9 | 81.00.205 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები