დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 408 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 02/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №408
2013 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის N1447 განკარგულებით, სოფელ ღულელებსა და სოფელ ცხვარიჭამიას შორის დამაკავშირებელი გზის მოასფალტებისათვის გამოეყო 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი, საიდანაც ეკონომიამ შეადგინა 76 985 (სამოცდათექვსმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდახუთი) ლარი.
2. უფლება მიეცეს თიანეთის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის N1447 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი ეკონომია 76 985 (სამოცდათექვსმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდახუთი) ლარის ოდენობით მიმართოს დაბა თიანეთში შიდა გზების მოასფალტებისათვის.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები