არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 686
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 01/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
686
01/07/2013
გამოუქვეყნებელი, 01/07/2013
000000000.00(0).000.000000
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №686

2013 წლის 1 ივ ისი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახე

1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხ­ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად , მიეცეს თანხმობა სსიპ სახელმწიფო ქონ­ე­ბის ეროვნულ სააგენტოს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იური­დი­ულ პირს - ,,საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციას“ (ს/კ 212274590) სასყიდლ უზუფრუქტის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრუ­ლე­ბის გაფორმებიდან 20 წლის ვადით გადასცეს ქ. თბილისში, კონსტი­ტუ­ციის ქ. N2–ში მდებარე შენობ -ნაგებობა N1–2–ის ცოკოლის სართულზე არსე­ბული 535,19 კვ.მ ფართი და მაზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნა­კვე­თი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.16.01.010.018.02.­523).

2. უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა განხორციელდეს შე­მდეგი პირობებით:

     ა) ა(ა)იპ – ,,საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციამ“ განა­ხორციელოს შენობის რეაბილიტაცია;

     ბ) ა(ა)იპ – ,,საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციამ“ ამ გან­კარგულებით გადაცემულ მთელ ქონებაზე განახორციელოს ფსიქიკუ­რად დაავადებულ პირთათვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოცი­ა­ლუ­რი სერვისები.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები გან­ხო­რ­ციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

4. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომ­ი­კი­სა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ სა­ხ­ელ­მწ­ი­ფო ქო­ნების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღო­ნისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                             ბიძინა ივანიშვილი