რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ

  • Word
რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 283
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 07/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
283
07/06/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 07/06/2007
000000000.00(0).000.000000
რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №283

2007 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო  და სასესხო დავალიანებათა შესახებ

1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების  რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგა­დასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტუ­რიზა­ციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადა­დება და განხორციელდეს:

ა) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების: ,,ხაშურკანალის” , ვარდნილჰესების კასკადის“, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა“ და სააქციო საზოგადოება „ქართული შაქრის“ მიმართ რიცხული ვადაგა­და­ცილებული  საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 აგვისტოს №1019 განკარგულების საფუძველზე შპს „კარდენახი-999“-სათვის გაცემული სესხიდან 2007 წლის 29 მარტის მდგომარეობით რიცხული სასესხო დავალიანების გადაუხდელი ნაწილის: სარგებლის პროცენტისა და საურავის რესტრუქტურიზაცია „ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.

2. სს „ქართულმა შაქარმა“ უზრუნველყოს რესტრუქტურიზებული საგადასახადო დავალიანებიდან 2007 წლის 1 ივლისს – 4332000 ლარისა და 1 სექტემბერს – 4332000 ლარის გადახდა.

3. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის რიცხულ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტუ­რიზაციის პირობები განისაზღვროს „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლის ნორმებით.

4. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, როგორც უიმედო სასესხო დავალიანება, ჩამოეწეროს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 4 ნოემბრის №981-გ განკარგულებით გამოყოფილი სესხის გადაუხდელობის შედეგად რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება, მათ შორის: სესხი (163765.70 აშშ დოლარი), სარგებელი (6367.68 აშშ დოლარი) და განკარგულების ამოქმედების დღისთვის რიცხული ჯარიმა.

პრემიერ-მინისტრი                 ზ . ნოღაიდელი