არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირისათვის (ინვალიდთა ასოციაცია)“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირისათვის (ინვალიდთა ასოციაცია)“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 685
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 01/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
685
01/07/2013
გამოუქვეყნებელი, 01/07/2013
000000000.00(0).000.000000
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირისათვის (ინვალიდთა ასოციაცია)“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №685

2013 წლის 1 ივლ ისი

ქ. თბილისი

   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირისათვის (ინვალიდთა ასოციაცია)“  უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს  – სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირს (ინვალიდთა ასოციაცია)  (ს/კ 201950433) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 წლის ვადით გადასცეს  ქ. თბილისში, კონსტიტუციის ქ. N2‑ში მდებარე შენობა‑ნაგებობა  №1‑2‑ის ცოკოლის სართულზე არსებული 231,93 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.16.01.010.018.02.523).

უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა განხორციელდეს შემდეგი პირობებით:

ა) ა(ა)იპ – სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა  კავშირმა (ინვალიდთა ასოციაცია) განახორციელოს შენობის რეაბილიტაცია;

ბ) ამ განკარგულებით გადაცემულ მთელ ქონებაზე ა(ა)იპ – სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა  კავშირმა (ინვალიდთა ასოციაცია) განახორციელოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური სერვისები. 

ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                       ბიძინა ივანიშვილი