სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 683
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 01/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
683
01/07/2013
გამოუქვეყნებელი, 01/07/2013
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №683

2013 წლის 1 ივლ ისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ( 17.06.2013. №5/16415) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, დანართში მითითებული უძრავი ქონების მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

პრემიერ -მინისტრი                 ბიძინა ივანიშვილი

 

დანართი

 

 

 

№

მისამართი

შენობა-ნაგებობა

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი №

1

მესტიის მუნიციპალიტეტი, დაბა მესტია, შგედი

–

1171 კვ.მ.

42.06.49.090

2

მესტიის მუნიციპალიტეტი, დაბა მესტია, შგედი, მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორია

–

2227 კვ.მ

42.06.49.091

3

მესტიის მუნიციპალიტეტი, დაბა მესტია, სტალინის ქ. #7

80 კვ.მ

221 კვ.მ

42.06. 02.148