დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 682 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 01/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №682
2013 წლის 1 ივლ ისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -6 მუხლის შესაბამისად და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (17.06.2013.#5/16400) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარე, ამ განკარგულების დანართში მითითებული ქონების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ -მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
დანართი
|
|
|
| ||||
| № | მისამართი | შენობა-ნაგებობა | არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი | საკადასტრო კოდი № | ||
| 1 | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. მამათი | №1, საერთო ფართით - 865.75 კვ.მ. | 950 კვ.მ. | 27.01.42.015 | ||
| 2 | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. სუფსა | №1, საერთო ფართით - 343.90 კვ.მ. | 387 კვ.მ. | 27.15.52.294 | ||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები