დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 681 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 01/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №681
2013 წლის 1 ივლ ისი
ქ. თბილისი
სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიეცეს თანხმობა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ (ს/კ 206237491) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადით, გადასცეს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოთარშენში მდებარე შენობა-ნაგებობები N01 განაშენიანების ფართით – 1856,6 კვ.მ; N02 განაშენიანების ფართით – 167,3 კვ.მ; N03 განაშენიანების ფართით – 255 კვ.მ; N04 განაშენიანების ფართით –132 კვ.მ; N05 განაშენიანების ფართით – 136,2 კვ.მ; N06 განაშენიანების ფართით – 10446,9 კვ.მ; N07 განაშენიანების ფართით – 124,5 კვ.მ; N08 განაშენიანების ფართით–84,1 კვ.მ; N09 განაშენიანების ფართით – 136,2 კვ.მ; N10 განაშენიანების ფართით – 49,3 კვ.მ; N11 განაშენიანების ფართით – 50,4 კვ.მ; N12 განაშენიანების ფართით – 45,2 კვ.მ და მათზე დამაგრებული 38876 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №66.44.01.011).
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები