საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016279
82
01/02/2014
ვებგვერდი, 03/02/2014
140130000.22.034.016279
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №82

2014 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით (სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016240)   დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. დამტკიცდეს:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება თანდართული რედაქციით (დანართი №1);

 ბ) იმ პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ მოსამსახურეთა  წახალისების უფლება (დანართი №2).“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესდების:

ა) მე-4 მუხლის მე–4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  გადაცდომის გამოვლენისას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები  უფლებამოსილი არიან,  შეადგინონ დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და განიხილონ დისციპლინური სახდელის დადების საკითხი, მხოლოდ განყოფილების უფროსის მოადგილისა და უფრო დაბალი რანგის მოსამსახურის მიმართ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პირებს უფლება არა აქვთ, მათ მიერ დისციპლინური სახდელის დადებისას გამოიყენონ ამ წესის მე–3 მუხლის „დ-ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელი.“;

ბ)   მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. №2 დანართის შესაბამისად, წახალისების უფლება აქვს:

ა) შინაგან საქმეთა მინისტრს;

ბ) შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს;

გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს;

დ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს;

ე) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს;

ვ)  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელ პირს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე