დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 405 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 02/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №405
2013 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებ ის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთ ზე საზვავე უბნების კვლევის , მართვის ტექნოლოგიურ-ტექნიკური საშუალებების დადგენისა და ზვავების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავების მომსახურების შესყიდვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი) გამოუყოს 150 000 ( ასორმოცდაათი ათასი) ლარი .
2. დეპარტამენტმა 2013 წელს უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთ ზე საზვავე უბნების კვლევის , მართვის ტექნოლოგიურ-ტექნიკური საშუალებების დადგენისა და ზვავების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
3. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული და დეპარტამენტის მიერ შესყიდული კვლევის შეფასება და ანალიზი.
4. დეპარტამენტმა და სსიპ - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ერთობლივად მოამზადონ შესაბამისი წინადადებები საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად, კვლევის საფუძველზე განსახორციელებელი ზვავების მართვის სამოქმედო გეგმის დეტალური პროექტირების, ტექნიკური საშუალებებისა და სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვასთან, ასევე ამ სისტემის შემდგომ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სათანადო დახმარება აღმოუჩინოს დეპარტამენტს თავისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები