დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.112.016159 |
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში (ვებგვერდი, 06/02/2013) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ |
2.
დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №56 დადგენილების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს“ |
3.
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი (დანართის შესაბამისად).“ |
4.
დადგენილების მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.“. |
5.
დადგენილებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი“ |
6.
დადგენილებით დამტკიცებული წესის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წინამდებარე წესი აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან „სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა დაფინანსების“ მუხლში გათვალისწინებული თანხებიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა დაფინანსებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სხვადასხვა პროგრამიდან თანხის გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს ღონისძიებათა დაფინანსების ძირითად მოთხოვნებს.“ |
7.
დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამებია: ა) ლანჩხუთელ შემოქმედთა წახალისების პროგრამა; ბ) ტრანსპორტირების პროგრამა; გ) კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა; დ) სოც-კულტურული ღონისძიებების ორგანიზების პროგრამა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები