დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 9 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/01/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 170040000.22.027.016515 |
|
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 12 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში (სსმ III, 31.03.2010, №33, მუხ. 517) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების დამოწმების წესი 1. საჯარო აქტის ფორმით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების (ნასყიდობა, უზუფრუქტი, აღნაგობა, ქირავნობა, იჯარა, იპოთეკა და სხვა) შედგენისას ნოტარიუსი ვალდებულია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გამოითხოვოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ამასთანავე, სამკვიდრო მოწმობის გაცემა უძრავ ქონებაზე დაიშვება ამ ინსტრუქციის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზეც. 2. ავტორიზებული ნოტარიუსი, რომელმაც სანოტარო წესით დაამოწმა ხელშეკრულება იპოთეკის წარმოშობის/ცვლილების შესახებ, ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დაინტერესებული პირის განცხადების მიღების რეგისტრაცია, თუ ეს პირი არ არის ნოტარიუსის მიერ განცხადების მიღების რეგისტრაციის წინააღმდეგი. სააგენტოსგან სათანადო ავტორიზაციის არსებობისას, ნოტარიუსი აგრეთვე უფლებამოსილია განახორციელოს იპოთეკის წარმოშობის/ცვლილების რეგისტრაცია.“.
|
მუხლი 2 |
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა - საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყონ ნოტარიუსებისა და ნოტარიუსის შემცვლელი პირებისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დაინტერესებული პირის განცხადების მიღების რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს ელექტრონული პროგრამის გამოსაყენებლად სწავლების დასრულება და შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების გამოცხადება 2014 წლის 29 იანვრამდე.
|
მუხლი 3 |
1. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს სასერტიფიკაციო გამოცდაში წარმატებულ ნოტარიუსებთან და ნოტარიუსის შემცვლელ პირებთან ინდივიდუალური ავტორიზაციის ხელშეკრულებების გაფორმება 2014 წლის 3 თებერვლამდე.
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სასერტიფიკაციო გამოცდაში წარუმატებელ ნოტარიუსებს შესთავაზოს განმეორებითი გამოცდის გეგმა 2014 წლის 3 თებერვლამდე.
|
მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები