„პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის „პროფესიული განათლება დასაქმებისათვის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის №113 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 156
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 03/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
156
03/03/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 03/03/2009
000000000.00(0).000.000000
„პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის „პროფესიული განათლება დასაქმებისათვის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის №113 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 156

2009 წლის 3 მარტი

ქ. თბილისი

პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის პროფესიული განათლება დასაქმებისათვის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის №113 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის პროფესიული განათლება დასაქმებისათვის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის 113 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. პროექტის არსი

ა)ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ბრძანებით შექმნილი კომისია განიხილავს და შეარჩევს წარმოდგენილ წინადადებებს და რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას წარმოდგენილ წინადადებათა მოწონების შესახებ;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესრულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით..

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური