დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 146 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 26/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №146
2009 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის თაობაზე
1. ადგილობრივი წყლის კომპანიების მიერ 2009 წლის იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით ადგილობრივი წყლის კომპანიების მხარდაჭერის ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქს გამოუყოს 466 700 (ოთხას სამოცდაექვსი ათას შვიდასი) ლარი დანართის შესაბამისად.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
| მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი
| თანხა (ლარობით)
|
| თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი | 400,000 |
| ჭიათურის მუნიციპალიტეტი | 44,200 |
| დუშეთის მუნიციპალიტეტი | 22,500 |
| სულ | 466,700 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები