ქალაქ გორში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ

  • Word
ქალაქ გორში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 138
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 26/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
138
26/02/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 26/02/2009
000000000.00(0).000.000000
ქალაქ გორში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №138

2009 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

ქალაქ გორში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ

დღეისათვის რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მიმდინარეობს 300 სახლის მშენებლობა ქალაქ გორში. შესაბამისად, მათი ელექტროენერგიით უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფის მიზნით:

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით“ მისთვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს 385 510 ლარის გამოყოფა.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ქალაქ გორში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მშენებარე საცხოვრებელი სახლების ელექტროენერგიით უზრუნველყოფისათვის საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების შესაბამისად შექმნილი ქონების განკარგვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური