დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კონგოს რესპუბლიკიდან საქართველოს მოქალაქის ლაშა ახალკაცის ნეშტის გადმოსვენების ხარჯის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის №875 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 136 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 26/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №136
2009 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
„კონგოს რესპუბლიკიდან საქართველოს მოქალაქის ლაშა ახალკაცის ნეშტის გადმოსვენების ხარჯის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის №875 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „კონგოს რესპუბლიკიდან საქართველოს მოქალაქის ლაშა ახალკაცის ნეშტის გადმოსვენების ხარჯის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის №875 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში 9 500 (ცხრა ათას ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში 1 500 (ერთი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი მიმართოს კონგოს რესპუბლიკაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ლაშა ახალკაცის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯის ასანაზღაურებლად.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები