დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ერგბ) მიერ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის (500 კვ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესწავლისათვის გამოყოფილი საინვესტიციო გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 114 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 18/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №114
2009 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ერგბ) მიერ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის (500 კვ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესწავლისათვის გამოყოფილი საინვესტიციო გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ
1. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ერგბ) მიერ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის (500 კვ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესწავლისათვის გამოყოფილი საინვესტიციო გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანადაფინანსების მიზნით 94 000 ევროს ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფა ზემოაღნიშნული გრანტიდან წარმოშობილი გადასახადების გადახდისათვის.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ გრანტით გამოყოფილი თანხებით შესაბამისი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები