დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 18/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №110
2009 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
შპს ,,ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მოსახლეობისა და საწარმოების ენერგომატარებლებით უზრუნველყოფისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ახორციელებს საქართველოს გაზმომარაგების სისტემის მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს. იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი ეხება გაზიფიკაციის პრობლემის გადაწყვეტასა და საქართველოს ენერგომატარებლებით უზრუნველყოფას, საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საქმიანობა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ.
ზემოაღნიშნულ ღონისძიებათა დასაჩქარებლად ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე:
1. გათავისუფლდეს შპს „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან შემდეგ პროექტებზე:
ა) წითელი ხიდი – წალკა-ახალქალაქისა და ,,ქოთელია-ასპინძის“ მაგისტრალური გაზსადენების მონაკვეთების რეაბილიტაცია;
ბ) რუსთავი-თელავის მაგისტრალური გაზსადენის საგარეჯოს განშტოებისა და გამანაწილებელი ქსელის აღდგენა;
გ) სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა;
დ) ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 30-ე კილომეტრზე მდ. სუფსაზე საჰაერო გადასასვლელის რეკონსტრუქცია.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები