დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სოფლებთან მისასვლელ საავტომობილო გზებზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობის ექსპერიმენტული სამუშაოებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 106 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 18/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №106
2009 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
სოფლებთან მისასვლელ საავტომობილო გზებზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობის ექსპერიმენტული სამუშაოებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
სოფლებთან მისასვლელ საავტომობილო გზებზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობის ექსპერიმენტული სამუშაოების ჩატარების მიზნით:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2009-2010 წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისას ცემენტობეტონის კონსტრუქციით მოაწყოს საფარი ქვემოთ ჩამოთვლილ გზებზე:
| - ბოდბისხევი-ჯუგაანი-ტიბაანი | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| - ქვეში-ძეძვნარიანი-ტანძია | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| - მინაძე-ურაველი | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| - დუშეთი-მჭადიჯვარი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| - ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესა | ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები |
| - ვარიანი-საქაშეთი-ბრეთი-ქარელის გადასახვევი | გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები |
| - აბაშა-გულეისკირი-ჯაპანა | აბაშისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები |
| - ქვედა სამება-ზედა სამება | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| - ხულო-ქედლები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| - გეგუთი-მუხიანი-ფარცხანაყანევი | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| - საკეცია-ბუგეული | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. |
2. ზემოაღნიშნული სამუშაოების ექსპერიმენტული ხასიათიდან გამომდინარე საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალებით – ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.
3. 2009 წელს შესასრულებელი სამუშაოების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთება და რეაბილიტაციის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი 25 03 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2010 წელს განსახორციელებელი სამუშაოების დაფინანსებისათვის საჭირო სახსრები გაითვალისწინონ 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები