საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 18/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
104
18/02/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 18/02/2009
000000000.00(0).000.000000
საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №104

2009 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2009–2011 წლიდან დაგეგმილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გორი-სამტრედიის მონაკვეთის, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის ფონიჭალა-მარნეულის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყება, ზემოაღნიშნული მოდერნიზებული საავტომობილო გზების საპროექტო გადაწყვეტილების მიღებამდე მიზანშეუწონელია გზის ღერძიდან 100-მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება და გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ტექნიკური პირობების გაცემა, რადგანაც რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყების დროს შესაძლებელია აუცილებელი გახდეს მიწების გამოსყიდვა და ახლად განთავსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების დემონტაჟი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯების გამოყოფასთან იქნება დაკავშირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ეთხოვოთ ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთისა და იმერეთის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებს, ქალაქ თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის მერიებს, მარნეულის, გარდაბნის, საგარეჯოს, მცხეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, თერჯოლის, წყალტუბოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომ ზემოაღნიშნულ საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციით გათვალისწინებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილებებით დაგეგმილი სამუშაოების დასრულებამდე შეაჩერონ გზის ღერძიდან 100-მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება და გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ნებართვების გაცემა.

2. საავტომობილო გზების პერსპექტიულ განვითარებასთან ერთად გზისპირა ზოლში ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სახის ობიექტების (დასასვენებელი ადგილები, საზოგადოებრივი კვების და სავაჭრო ობიექტები, ტექმომსახურებისა და ავტოგასამართი სადგურები) განთავსების საკითხისა და მათი არქიტექტურულ-ესთეტიკური იერსახის განხილვა განხორციელდეს კომპლექსურად, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების ერთობლივი შეთანხმების გზით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                    ნ. გილაური