დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 18/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №96
2009 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;
ბ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტს – 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი;
გ) სამტრედიის მუნიციპალიტეტს – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;
დ) ხონის მუნიციპალიტეტს – 10 000 (ათი ათასი) ლარი;
ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტს – 10 000 (ათი ათასი) ლარი;
ვ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;
ზ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტს – 56 000 (ორმოცდათექვსმეტი ათასი) ლარი;
თ) სენაკის მუნციპალიტეტს – 46 000 (ორმოცდაექვსი ათასი) ლარი;
ი) აბაშის მუნიციპალიტეტს – 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარი;
კ) მარტვილის მუნიციპალიტეტს – 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარი;
ლ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს – 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში შესაბამისმა სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები