სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ

  • Word
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 11/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
85
11/02/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 11/02/2009
000000000.00(0).000.000000
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №85

2009 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბორჯომის საბადოს მინერალურ წყლებზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 8 000 000 (რვა მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) ბე განისაზღვრება 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით;

ბ) ბიჯი განისაზღვრება 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.

3. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონზე გამოცხადებული საბოლოო ფასი გადაიხადოს 2009 წლის 25 დეკემბრამდე, ყოველკვარტალურად, გადასახდელი თანხის პროპორციულად.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური