დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 11/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №84
2009 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ
1. რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მედიკამენტებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა გლობალური ფონდის პროგრამების _ „DOTS სტრატეგიის სრულყოფა საქართველოში“ (გრანტი NGEO-405-G03-T) და „რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის სრულყოფის ღონისძიებების გატარება საქართველოში“ (გრანტი NGEO-607-G05-T) – ფარგლებში DOTS–PLUS სტრატეგიით გათვალისწინებული მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვა 2009 წელს განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები