დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 10/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №79
2009 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 20 935 046 (ოცი მილიონ ცხრაას ოცდათხუთმეტი ათას ორმოცდაექვსი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ტირიფონი-სალთვისის საირიგაციო სისტემის სატუმბი სადგურის მშენებლობისა და სატუმბი სადგურის გარე ელექტრომომარაგების 35-კილოვატიანი ხაზის პროექტირებისათვის – 10 100 000 (ათი მილიონ ასი ათასი) ლარი;
ბ) ქ. გორში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გზების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გარე ქსელების მშენებლობისათვის – 2 485 046 (ორი მილიონ ოთხას ოთხმოცდახუთი ათას ორმოცდაექვსი) ლარი;
გ) გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებებისათვის - 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარი;
დ) თვითმმართველ ქალაქ ფოთში წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;
ე) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის შეძენილ ტექნიკაზე დამატებითი ღირებულების გადასახადისა და საბაჟო მოსაკრებლის გადასახდელად – 1 750 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები