დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 10/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №73
2009 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
1. ქალაქ თბილისში, ე. ანდრონიკაშვილის ქ. №29-ში მდებარე სს „ცენტროლიტის“ ყოფილი ადმინისტრაციული კორპუსის შესყიდვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი.
2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შენობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლება, შემდგომში მათთვის საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართობების იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემა.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები