საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი 500/400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ხელშეწყობის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი 500/400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ხელშეწყობის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
66
10/02/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 10/02/2009
000000000.00(0).000.000000
საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი 500/400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ხელშეწყობის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №66

2009 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი 500/400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ხელშეწყობის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი 500/400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტომ უზრუნველყონ შპს „ენერგოტრანსის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  100%-იანი წილის შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალში შეტანისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, როგორც შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კრედიტორმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესასრულებლად განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                 ნ. გილაური