დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორის თანამდებობაზე ნატა მენაბდის კანდიდატურის წარდგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 10/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №65
2009 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორის თანამდებობაზე ნატა მენაბდის კანდიდატურის წარდგენის შესახებ
1. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მომართვისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის პროცედურათა წესების გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს მხრიდან წარდგენილ იქნეს ნატა მენაბდის კანდიდატურა.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულებისათვის საჭირო პროცედურების დაცვის ხელშეწყობის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები