დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 86 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 21/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 86
2013 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ
,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:
1.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე არ გავრცელდეს ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2013 წლისათვის:
ა) ცენტრალური აპარატის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა განისაზღვროს 75 ერთეულით;
ბ) დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა განისაზღვროს 255 ერთეულით.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრზე არ გავრცელდეს ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2013 წლისათვის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა განისაზღვროს 45 ერთეულით.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროზე არ გავრცელდეს ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2013 წლისათვის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა განისაზღვროს 15 ერთეულით.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები