საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის გაცემის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
63
10/02/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 10/02/2009
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №63

2009 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის გაცემის შესახებ

1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილების შესაბამისად, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სააღმზრდელო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით მიეცეს თანხმობა სსიპ – ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლიდან განახორციელოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი სააღმზრდელო საქმიანობა.

2. საქართველოს მთავრობის უპირობო გადაწყვეტილებით ეს განკარგულება ნებისმიერ დროს შეიძლება გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         ნ.გილაური