დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 381 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 01/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №381
2013 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების შესახებ
ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავთან დაკავშირებით:
1. დამტკიცდეს ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავის აღსა ნიშნავი საზეიმო ღონისძიებების თანდართული გეგმა.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა) თანდართული გეგმის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემა, ომის მონაწილეებისათვის 200 (ორასი) ლარის და ომში დაღუპულთა თითოეული მარჩენალდაკარგულისათვის 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა) ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემა უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში - სააგენტო) სახელმწიფო სოციალური შინაარსის ფულადი გასაცემლების გაცემა/დარიგებაზე მომსახურე შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ამ განკარგულების მე- 5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწოდებული სიის საფუძველზე. სააგენტო დამატებით უზრუნველყოფს მონაცემების დადარებას სსიპ ‑ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზასთან, 2013 წლის 1 მაისის მდგომარეობით ცოცხლად მყოფ პირთა დაზუსტებისა და ამ პირებზე სოციალური დახმარების გაცემის მიზნით.
4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული „სოციალური დახმარებების“ პროგრამის (პროგრამული კოდი 35 02 02) ასიგნებიდან. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებისას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს „სოციალური დახმარებების“ პროგრამისათვის შესაბამისი ასიგნების დამატება.
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არაუგვიანეს 2013 წლის 1 მაისისა :
ა) სააგენტოს მიაწოდოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგისტრირებული (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა), მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგულების სახელობითი მონაცემები;
ბ) ქ. თბილისის მერიას მიაწოდოს შესაბამისი სახელობითი მონაცემები ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგულების შესახებ.
6. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას უზრუნველყოს ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ო მის მონაწილეებისათვის 200 (ორასი) ლარის და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგულებისათვის 100 (ასი) ლარის ფულადი დახმარების მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფა და გაცემა.
7. ეთხოვოს სსიპ ‑ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და სხვა ტელეკომპანიებს უზრუნველყონ ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების გაშუქება.
8. ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი მონაწილე უწყებებისათვის შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების გეგმა
| № | ღონისძიება | შესრულების ვადა | პასუხისმგებელი უწყება | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| 1 | მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების მიღება სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, სსიპ -კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, II და IV ქვეით ბრიგადებში
| 2013 წლის 8 მაისი
| საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
|
|
| 2 | საზეიმო ღონისძიებების გამართვა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის
| 2013 წლის მაისი
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; ქ. თბილისის მერია; შესაბამის ადმინისტრაციულ‑ ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულები- გუბერნატორები |
|
| 3 | ქ. თბილისში, გამარჯვების პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ღონისძიების უზრუნველყოფა: დროშებით, საპატიო ყარაულით, სასულე ორკესტრით და ხმის გამაძლიერებელი საშუალებებით
| 2013 წლის 9 მაისი
| საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ქ. თბილისის მერია; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო |
|
| 4 | საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ღონისძიებების გამართვის ადგილებში | 2013 წლის მაისი | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ქ. თბილისის მერია |
|
| 5 | ღონისძიებების ჩატარების ადგილებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა | 2013 წლის 9 მაისი
| ქ. თბილისის მერია
|
|
| 6 | ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის, ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგულებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა | 2013 წლის მაისი
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულები-გუბერნატორები. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები