თავშესაფრის მაძიებელთათვის თარჯიმნის მომსახურების შეუფერხებლად განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ

  • Word
თავშესაფრის მაძიებელთათვის თარჯიმნის მომსახურების შეუფერხებლად განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 21/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
78
21/01/2013
გამოუქვეყნებელი, 21/01/2013
000000000.00(0).000.000000
თავშესაფრის მაძიებელთათვის თარჯიმნის მომსახურების შეუფერხებლად განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 78

2013 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

თავშესაფრის მაძიებელთათვის თარჯიმნის მომსახურების შეუფერხებლად განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ

1 . საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაად­ გილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტ­ რომ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქარ­ თვე­ ლოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრა­მული კოდი 34 01 07 01) მიმართოს საჭირო თანხა, „ლტოლვილისა და ჰუმა­ნი­ტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებელთათვის თარჯიმ­ნის მომსახურეობის შესყიდვის მიზნით.

2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპი­ რებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგუ­ ლების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შეზღუ­ დულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო მომსახურების სახელ­ მწი­ ფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შეს­ ყიდვით.

პრემიერ -მინისტრი                  ბ . ივანიშვილი