დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს ,,ენერგო-არაგვისათვის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 373 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 26/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №373
2013 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
შპს ,,ენერგო-არაგვისათვის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36 -ე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს ,,ენერგო-არაგვს” (საიდენტიფიკაციო კოდი 204515177) საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ენერგო-არაგვს” შორის 2007 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, წლიური საზღაურით 100 ლარი, გადასცეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, არაგვის ხეობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 205 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №74.06.13.008) და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, არაგვის ხეობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 302 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №74.06.13.166).
2. განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები