დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „პერსპექტივასათვის“ უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 678 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 01/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №678
2013 წლის 1 ივლ ისი
ქ. თბილისი
შპს „პერსპექტივასათვის“ უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრო ბა ციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვე უწ ყებო დაწესებულება – სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, რომ შპს „პერსპე ქ ტი ვას“ უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ 19 წლის ვადით გადასცეს მის სარგებლობაში არსებული ქ. ქუ თა ი ს ში, ხარებავას ქუჩის ბოლო მონაკვეთში მდებარე 298,58 კვ.მ მიწის ფართობი (სა კა დასტრო კოდი: №03.01.23.238).
2. უსასყიდლოდ უზუფრუქტის ფორმით გადაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით: ხანგრძლივი პაემნისათვის გამოყოფილი 8 სასტუმრო ოთახის რემონტი, კეთილმოწყობა, სველი წერტილებით უზრუნველყოფა, ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და ხანგრძლივი პაემნის განხორციელების უზრუნველყოფა.
3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები შპს „პერსპექტივასთან“ უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები