დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 371 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 26/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №371
2013 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:
ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუ ქ ტურის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მართვაში არსებულმა შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ (შემდგომში - კომპანია) უზრუნველყო საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ოქტომბრის № 1898 გან კა რ გულების საფუძველზე გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება საკუთარი სახსრებით;
ბ) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება უნდა უზრუნველყონ ყვარლისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებმა.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამინისტროს გამოუყოს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი კომპანიის კაპიტალის გასაზრდელად.
3. თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად სამინისტრომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოს კომპანიასთან „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება.
4. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ თითოეული გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები