დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ორგანოს შორის „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ფოთის ოფისის მხარდასაჭერად" 2010 წლის 26 ივლისს დადებულ №SSM 2010/2363 საგრანტო შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ორგანოს შორის დამატებითი შეთანხმების პროექტის მოწონების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 676 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 01/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №676
2013 წლის 1 ივლ ისი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ორგანოს შორის „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ფოთის ოფისის მხარდასაჭერად" 2010 წლის 26 ივლისს დადებულ №SSM 2010/2363 საგრანტო შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ორგანოს შორის დამატებითი შეთანხმების პროექტ ის მოწონების შესახებ
1. ,,აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის № 126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნას „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ორგანოს შორის „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ფოთის ოფისის მხარდასაჭერად" 2010 წლის 26 ივლისს დადებულ #SSM 2010/2363 საგრანტო შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ორგანოს შორის დამატებითი შეთანხმების პროექტ ი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული დამატებითი შეთანხმების პროექტის ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ხათუნა გოგალაძეს.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები