დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბატონი ზვიად გამსახურდიას ოჯახის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 21/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 76
2013 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბატონი ზვიად გამსახურდიას ოჯახის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბატონი ზვიად გამსახურდიას ოჯახის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან“ უზრუნველყოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ქვრივისთვის მანანა არჩვაძე-გამსახურდიასთვის 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარის გადარიცხვა, მის მიერვე წარმოდგენილ ანგარიშზე.
პრემიერ- მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები