მოღნისის, სურბმინასისა და სურბნიშანის ეკლესიების მომიჯნავედ კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
მოღნისის, სურბმინასისა და სურბნიშანის ეკლესიების მომიჯნავედ კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 671
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 28/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
671
28/06/2013
გამოუქვეყნებელი, 28/06/2013
000000000.00(0).000.000000
მოღნისის, სურბმინასისა და სურბნიშანის ეკლესიების მომიჯნავედ კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №671

2013 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

მოღნისის, სურბმინასისა და სურბნი შანის ეკლესიების მომიჯნავედ კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ

1. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას მოღნისის, სურბმინასისა და სურბნი შანის ეკლესიების მომიჯნავედ კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე მარგიშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის               მინისტრის მოადგილე-კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

დავით ჯანდიერი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.

2. კომისიამ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული საკითხების შესწავლა და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა ორი თვის ვადაში.

  

პრემიერ-მინისტრი                                  ბიძინა ივანიშვილი