საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და მის სისტემაში მოქმედი ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ““ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 21/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
70
21/01/2013
გამოუქვეყნებელი, 21/01/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და მის სისტემაში მოქმედი ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ““ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 70

2013 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და მის სისტემაში მოქმედი ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ““ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ““ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე არ გავრცელდეს ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ““ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეთ თანხმობა, რომ 2013 წლისთვის:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 1470 ერთეულით;

ბ) სსიპ – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 15 ერთეულით;

გ) სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა““და მასში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს:

გ.ა) სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა” - არა უმეტეს 245 ერთეული;

გ.ბ) სსიპ – სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი - არა უმეტეს 82 ერთეული;

გ.გ) სსიპ – გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი - არაუმეტეს 97 ერთეული;

გ.დ) სსიპ – რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინტიტუტი - არაუმეტეს 61 ერთეული;

გ.ე) სსიპ – ინსტიტუტი „ოპტიკა““- არაუმეტეს 20 ერთეული;

გ.ვ) სსიპ – ფერდინად თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინტიტუტი - არაუმეტეს 85 ერთეული.

2. განკარგულება გავრცელდეს 2013 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                      ბ . ივანიშვილი