„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №2426 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №2426 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 21/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
69
21/01/2013
გამოუქვეყნებელი, 21/01/2013
000000000.00(0).000.000000
„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №2426 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 69

2013 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

 „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №2426 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №2426 განკარგულებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2011-201 3 წლებში უზრუნველყოს:”,

ბ) განკარგულების „ბ“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

 „ბ) ამ განკარგულების ,,ა’’ ქვეპუნქტით 2011 წელს გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების” მუხლით (ორგანიზაციული კოდი 25 05 03) ,  2012 წელს ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით დამტკიცებული „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების” მუხლით (პროგრამული კოდი 25 03 01) და 2013 წელს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული ,,რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ” მუხლით (პროგრამული კოდი 25 03 ) და ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №5 49 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები” მუხლით (პროგრამული კოდი 25 03 01 ) განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.

პრემიერ-მინისტრი                                 ბ . ივანიშვილი