დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტის ,,ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში” მოწონებისა და საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 369 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 26/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №369
2013 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტის ,,ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში” მოწონებისა და საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი ,,ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში”.
2. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრს, ხათუნა გოგალაძეს, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელ საგრანტო ხელშეკრულებას - ,,ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში”.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები