წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვის შესახებ

  • Word
წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 607
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 14/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
607
14/08/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 14/08/2009
000000000.00(0).000.000000
წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვის შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №607

2009 წლის 14 აგვისტო

. თბილისი

წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვის შესახებ

  „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვის მიზნით:

  1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სა­მინისტრომ 13 069 900.0 (ცამეტი მილიონ სამოცდაცხრა ათას ცხრაასი) ლარის, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეც­ნიერების სამინისტრომ 2 997 000.0 (ორი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარის ფარგლებში განახორ­ციელონ 1 და 2 დანართებით განსაზღვრული ორგანი­ზაციების საგადასახადო დავალიანებების დაფარვა საქარ­თვე­ლოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციული კლა­სიფიკაციის კოდიდან _ „23 10 _ ორგანიზაციების წინა წლებ­ში წარმოქმნილი საგა­დასახადო დავალიანებების დაფარვა .

  2. იმ შემთხვევაში, თუ განკარგულების 1 და 2 დანარ­თებით განსაზღვრული ორგანიზაციების მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტს ერიცხება კრედიტორული დავალიანებები, საქარ­თველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქარ­თველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ კოორ­დინაცია გაუწიონ აღნიშნული დავალიანებების შემცირებას შესაბამისი თანხით.

  3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საჭიროების შემ­თხვევაში მოიძიოს შესაბამისი რესურსი „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით

განსაზღვრული ორგანიზაციული კლასიფიკაციის კოდით ­_ „23 10 _ ორგანიზაციების წინა წლებ­ში წარმოქმნილი საგად­ასა­ხადო დავალიანებების დაფარ­ვა” _ გათვალისწინებული ასიგ­ნე­ბის გაზრდის მიზნით.

 

  პრემიერ-მინისტრი             ნიკა გილაური

                      

    დანართი 1

     საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო

                            ათას ლარებით