დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისთვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 15/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 45
2013 წლის 1 5 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისთვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეთ თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვრონ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ - 730 ერთეულით (აპარატისთვის - 130 ერთეულით, საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის - 600 ერთეულით), ხოლო სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა - 245 ერთეულით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები