საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის (საქართველოს საპატრიარქოს) მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის (საქართველოს საპატრიარქოს) მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 15/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
40
15/01/2013
გამოუქვეყნებელი, 15/01/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის (საქართველოს საპატრიარქოს) მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 40

2013 წლის 1 5 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის (საქართველოს საპატრიარქოს) მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის (საქართველოს საპატრიარქო) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან 2009 წლის 30 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების  პირობების დარღვევისათვის დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე.

2. მოწონებულ იქნეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  ქონების   საქართველოს საპატრიარქოსათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009  წლის 24 დეკემბრის   №941   განკარგულებაში   ცვლილების   შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი და წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ -მინისტრი                                ბ. ივანიშვილი