დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33/31 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 16/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016230 |
|
საქართველოს მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში მხარეებად წოდებულნი), ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობისა და ეკონომიკურ-ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:
|
მუხლი 1
საქართველოს მთავრობის საჭიროების შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა გამოუყოს საქართველოს მთავრობას უსასყიდლო დახმარება 30 მილიონი Renminbi იუანის ოდენობით (ოცდაათი მილიონი RMB იუანის ოდენობით). მუხლი 2 ზემოაღნიშნული უსასყიდლო დახმარება გამოყენებული უნდა იყოს მთავრობებს შორის განხილული და შეთანხმებული ეკონომიკურ-ტექნიკური პროექტების განსახორციელებლად. უსასყიდლო დახმარებასთან დაკავშირებული ყველა კონკრეტული საკითხი გათვალისწინებული იქნება ორ მხარეს შორის შეთანხმებული ხელშეკრულებით. მუხლი 3 აღნიშნული შეთანხმების შესრულებისათვის საჭირო საბუღალტრო პროცედურები შეთანხმებული იქნება ჩინეთის განვითარების ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინტროს შორის. მუხლი 4 შეთანხმება ძალაში შედის ორი მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მხარეების მიერ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე.
ხელმოწერილია 2013 წლის 16 დეკემბერს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ჩინურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელი მთავრობის სახელით ფინანსთა მინისტრი ჩინეთის ელჩი
ნოდარ ხადური იუე ბინი. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები